Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ავტორი: ლაშა გიორგი

დადგა კიდევ ერთი მაისი, ისევ აღინიშნება ქუთაისში 2 მაისობა (ქუთაისობა), ისევ მოეწყობა დოღი, ისევ გამოეფინებიან გვირილებივით ქუთაისელი ლამაზმანები, ისევ ისეირნებენ „გიმნაზისტები“ ბაღის კიდეში. დღეს ქუთაისში ზეიმია...
არ ვიცი რატომ მაგრამ ქუთაისი ყოველთვის აღიქმებოდა მაისის ქალაქად. როგორც მაისში ბუნება უკვე სრულყოფილი, სრული დიდებულებით წარმოგვიდგება ასევეა ქუთაისი ქალაქებს შორისაც. მას ყოველთვის ჰქონდა თავისი დიდებულება, მეფური ... რაღაც იდუმალი...
ძველი აია, დავითი და კონსტანტინე, შემდეგ სატახტო ქალაქი, ქვეყნის აღმშენებლობის დასაწყისი, შემდეგ თითქოს ქუთაისი ისტორიიდან ამოვარდა ...
არ აღიწერება ქუთაისური ყოფა-ცხოვრება ვიდრე სოლომონის მეფობამდე.
ტყვეთა სყიდვა, სოლომონ მეფის დაუღალავი მკლავი, მისი მემკვიდრის მოწამეობრივი აღსასრული...
ბაგრატი, გელათი და მოწამეთა...
სამი საქართველოს ძლიერების ამსახველი ტაძარი, სამი ბუმბერაზი ძეგლი, სამი საქართველოს გამარჯვების ისტორია ...
დღეს ქუთაისში ზეიმია...
უზარმაზარი ენერგიით მორბენალი რიონი, ახალგაზრდა გოგონას ნაზი, ფითქინა კანივით თეთრი ქვები, რიონისპირა სახლები, ოღასკურა და მის ნაპირებზე გაზაფხულის მაუწყებელი იები და ენძელები, ე.წ. „პროპკის ტყე“ ... ნაწვიმარზე სოკოთი გადაჭედილი ...
ქუთაისის გიმნაზია, აკაკი წერეთელი, შემდეგ გვირილები, სავარდო და სამაისო ქალაქი, შემდეგ ინდუსტრიის მშენებლობა, გალაკტიონ ტაბიძე, ლადო მესხიშვილის სპექტაკლები, პროტესტის უკიდურესი ფორმები, 90-იანი წლები, გაჭირვება, მაგრამ მაინც პროტესტი ამჯერად მუსიკით (როკი). განსაკუთრებული, ყველასგან განსხვავებული იუმორი... თბილია ქუთაისი, ძალიან თბილი. ამიტომაცაა მაისის ქალაქი, ამიტომაცაა ვარდების ქალაქი.
დღეს ქუთაისში ზეიმია...
ქუთაისობას აღნიშნავენ... არ ვიცი რატომ და როდის დაიწყო ამ დღის აღნიშნვნა, არც არავინ იცის ზუსტად ...
„ორმაისობა ჯერ კიდევ საუკუნის წინ იმართებოდა ქუთაისში ,,გვირილობით“, დოღით, ორატორთა შეჯიბრით, საქველმოქმედო აქციებითა და საყოველთაო სახალხო ზეიმით ბულვარში.
,,გიმნაზისტკები“ და ,,გიმნაზისტები“ ბულვარში გართობა-სეირნობის დროს იაფ ლატარეას ათამაშებდნენ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის შესაწირად..
ამ დღეს ფაეტონზე შემდგარი ქუთაისელი ლამაზმანი გაშლილი თმით და თეთრი გრძელი კაბით, დროშით ხელში მიუძღვოდა საყოველთაო მსვლელობას ბაღის კიდეზე..
ეწყობოდა დოღი, სპორტული ღონისძიებები...
გვიან ღამემდე ისმოდა სასულე ორკესტრის და ,,ბაბთიანი“ გიტარის ხმები ქალაქის ცენტრში... ასე გრძელდებოდა 1909 წლიდან 1919 წლამდე...
მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში ტრადიციად იქცა ,,ორმაისობა“, ამ თარიღის წარმომავლობა ცოტა მოგვიანებით დაზუსტდა. 1987 წელს ცნობილი გახდა, რომ ,,ორმაისობის“ სასტარტო ნიშანი და ათვლის წერტილი ,,გვირილობა“ იყო . პირველად გვირილები კალათაში ჩააწყო და გაყიდვა დაიწყო პატარა გოგონა საშა ჩიქოვანმა, რომელიც ეცადა სიღარიბისაგან სიკვილისათვის განწირული ჭლექითშეპყრობილი ადამიანებისათვის ერთი დღე მაინც გაენათებინა... ყიდდა გვირილებს და შემომწირველებს გულზე გვირილას აბნევდა...“ ვკითხულობთ თვითმართველი ქალაქი ქუთაისის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
დღეს ქუთაისში ზეიმია... გილოცავთ სრულიად საქართველოს!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG