Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა არ აპირებს რუსეთის გაზზე გაზრდილი საფასურის წინასწარ გადახდას


უკრაინის სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა იური პროდანმა განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს რუსეთის გაზის საფასურის ავანსად დაფარვას, თუკი მისი ფასი იქნება 485 აშშ დოლარი ათასი კუბური მეტრისთვის. იური პროდანმა აგრეთვე აღნიშნა, რომ უკრაინამ, შესაძლოა, მიმართოს საარბიტრაჟო სასამართლოს „გაზპრომის“ მიერ მიწოდებული ბუნებრივ აირზე დავალიანების გადასახედად. რუსეთის გაზი უკრაინისთვის ერთი მეოთხედით აღემატება ევროპისთვის განსაზღვრულ საშუალო ფასს. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ კიევი მზად არის 10 დღის განმავლობაში დაფაროს რუსეთის გაზზე დავალიანება, თუკი მისი ფასი იქნება 268 აშშ დოლარი ათასი კუბური მეტრისთვის, როგორც ეს 2014 წლის პირველ კვარტალში იყო.
XS
SM
MD
LG