Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალასანიას განცხადება არ იყო შეთანხმებული პრეზიდენტთან


ირაკლი ალასანიას განცხადება საქართველოში ნატოსა და აშშ-ის თავდაცვითი საშუალებების განთავსების აუცილებლობის შესახებ არ იყო შეთანხმებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან. ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განაცხადა. „ჩვენ დაგვჭირდება მეტი თავდაცვითი - ჰაერსაწინააღმდეგო და ანტისატანკო საშუალებები; ეს არ არის შეტევითი, ეს არის წმინდად თავდაცვითი საშუალებები, მგრამ თუ საქმე საქმეზე მიდგება, ჩვენ გვჭირდება იარაღი ჩვენი თავისუფლების დასაცავად, -“ აღნიშნა ვაშინგტონში მყოფმა ირაკლი ალასანიამ 7 აპრილს ჩვენ რადიოსთან საუბარში. იმერლიშვილი აცხადებს, რომ თავად ის ამ განცხადებას ეთანხმება, თუმცა, მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადებები შეთანხმებული უნდა იყოს როგორც მთავარსარდალთან, ასევე უშიშროების საბჭოზეც უნდა იყოს განხილული. მანამდე კი საქართველოში თავდაცვითი საშუალებების განთავსებაზე ირაკლი ალასანიას განცხადებას "ნაჩქარევი" უწოდა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ.
XS
SM
MD
LG