Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ „რუსთავი 2“-ში ფარული ჩანაწერების ავტორი დაადგინა


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ "რუსთავი 2"-ში აღმოჩენილ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შუალედური მასალები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად ფარული ჩანაწერების გაკეთება ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს უკავშირდებათ. ამის შესახებ, 2014 წლის 8 მაისს, მთავარ პროკურატურას მიმართა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თეიმურაზ კოვზიაშვილმა, რომელმაც გამოძიებას მისცა ჩვენება და მიაწოდა ტელეკომპანიაში არსებული უსაფრთხოების სათვალთვალო კამერების 2012 წლის 21 დეკემბრის ჩანაწერები. კოვზიაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ საქმის კურში იყო ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც ყურადღება არ მიაქცია მის ოთახში სათვალთვალო კამერის შესაძლო დამონტაჟების შესახებ დაცვის უფროსის ინფორმაციას. "რუსთავი 2"-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 7 მაისს გაანთავისუფლა სამსახურიდან ნიკა გვარამიამ, რომელმაც, პროკურატურის განცხადებით გამოძიებას უარი განუცხადა დაეფიქსირებინა მის მიერ განსაჯაროებული ფარული ჩანაწერების წყარო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება ინტენსიური გამოძიება და პროკურატურა აპირებს მედიას გადასცეს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მიერ მოწოდებული სათვალთავლო კამერის მიერ დაფიქსირებული მნიშვნელოვანი ვიდეო კადრები და მოწმეთა ჩვენებები.
XS
SM
MD
LG