Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია და საფრანგეთი რუსეთს აფრთხილებენ, ნუ ჩაშლის არჩევნებს უკრაინაში


გერმანია და საფრანგეთი რუსეთს აფრთხილებენ, რომ სათანადო ზომებს მიმართავენ, თუ უკრაინაში არ ჩატარდება 25 მაისისთვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები. გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის ერთობლივი განცხადება ასეთ გაფრთხილებასთან ერთად მოიცავს მოწოდებას უკრაინის კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარის მიმართ, დაიწყონ არაფორმალური შენაერთების განიარაღება და შეწყვიტონ ძალადობის აქტები. 10 მაისს ერთობლივი განცხადების გავრცელების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, მერკელმა აღნიშნა, რომ თუ უკრაინაში 25 მაისის არჩევნები ჩაიშალა, ის და ოლანდი მზად არიან რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებისათვის. ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ პირებსა და მოსკოვის მომხრე უკრაინელებს, ვინც მონაწილეობდა მარტში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაში.
XS
SM
MD
LG