Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰასან როჰანი: მიუღებელია "სამეცნიერო და ბირთვული აპარტეიდი"


ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ მსოფლიო „ექვსეულთან“ მოლაპარაკებებში მისთვის მიუღებელია „სამეცნიერო და ბირთვული აპარტეიდი“. 11 მაისს ირანის პრეზიდენტმა სახელმწიფო ტელევიზიით განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უზრუნველყოფს გამჭვირვალებას ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთნ, რუსეთთან, ჩინეთთან და აშშ-ის ხელისუფლებების წარმომადგენლებთან ურთიერთობაში. თუმცა, ირანის პრეზიდენტი თვლის, რომ „ირანის ბირთვული ტექნოლოგიები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება“. საერთაშორისო მოლაპარაკებები, რომლის მიზანია ირანის ბირთვული აქტივობების შეზღუდვა, 13 მაისს განახლდება. გასული წლის ნოემბერში მიღწეულ დროებით შეთანხმებას ვადა ეწურება ივლისში. ირანის რადიკალურად განწყობილი ძალები პრეზიდენტ ჰასან როჰანის აკრიტიკებენ იმის გამო, რომ დასავლეთთან მოლაპარაკებებში ძალიან ბევრს თმობს ძალიან მცირე სარგებლის სანაცვლოდ.
XS
SM
MD
LG