Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში გააპროტესტეს ერთი წლის წინანდელი არჩევნების შედეგები


11 მაისს პაკისტანის დედაქალაქში ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერმა მიიღო მონაწილეობა აქციაში, რომელზეც გასული წლის საყოველთაო არჩევნების შედეგების გაყალბება გააპროტესტეს. საპროტესტო აქციას სათავეში ედგა იმრან ხანი, რომელიც პოლიტიკაში მოსვლამდე კრიკეტის მოთამაშე იყო. პაკისტანის პარლამენტის წინ დაახლოებით 25 ათასი ადამიანი შეიკრიბა. იმრან ხანმა პაკისტანის მთავრობა 2013 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გამო გააკრიტიკა და არჩევნების შედეგებიც ეჭვქვეშ დააყენა. მან გადადგომისკენ მოუწოდა პაკისტანის საარჩევნო კომისიას. 2013 წლის მაისში ჩატარებული არჩევნების შედეგად პაკისტანში პირველად მოხდა ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა. პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფის „მუსულმანთა ლიგამ“ 342 საპარლამენტო მანდატიდან 190 მიიღო. იმრან ხანის პარტიამ მესამე შედეგი აჩვენა და 34 მანდატი მოიპოვა.
XS
SM
MD
LG