Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომან ლიაგინი: "დონეცკში საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდება"


„უკვე შეგვიძლია იმის თქმა, რომ დონეცკში საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდება, რადგან არალოგიკურია და არასწორი უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების ჩატარება „დონეცკის რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე“, - განაცხადა თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რომან ლიაგინმა. ის თვლის, რომ 11 მაისის რეფერენდუმის შედეგების დათვლა იოლი აღმოჩნდა, რადგან რეგიონის თვითგამორკვევის წინააღმდეგი ცოტა აღმოჩნდა და ასევე მცირე იყო გაფუჭებული ბიულეტინების რაოდენობა. ლიაგინის განცხადებით, დონეცკის თვითგამორკვევას მხარი დაუჭირა 89,7%-მა, წინააღმდეგი იყო 10,19%, ბიულეტინების 0,74% გაფუჭდა. რეფერენდუმის შედეგებზე ოფიციალური ოქმი 12 მაისს უნდა გამოქვეყნდეს. ლუგანსკის შედეგებს რაც შეეხება, ჯერჯერობით გავრცელდა ინფორმაცია მხოლოდ ამომრჩევლის 81%-იანი აქტიურობის შესახებ. სააგენტო „უნიანის“ ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში რეფერენდუმი არ ჩატარებულა.
XS
SM
MD
LG