Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა უკრაინაში ჩატარებულ რეფერენდუმს


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯენ პსაკი 12 მაისის ბრიფინგზე გამოეხმაურა უკრაინის აღმოსავლეთში 11 მაისს ჩატარებულ რეფერენდუმს და განაცხადა: „ჩვენ არ ვაღიარებთ უკანონო რეფერენდუმს, რომელიც დონეცკისა და ლუგანსკის ზოგიერთ ნაწილში ჩატარდა. ის უკანონოა უკრაინის კანონმდებლობის თანახმად და არის ქვეყნის შემდგომი დანაწევრებისა და არეულობის შექმნის მცდელობა. ძალიან საეჭვოა ამ რეფერენდუმის მეთოდოლოგიაც იმ ინფორმაციის ფონზე, რომელიც ეხება „საარჩევნო კარუსელებს“, წინასწარ შემოხაზულ ბიულეტინებს, ბავშვების მონაწილეობას არჩევნებში, სხვების მაგივრად ხმის მიცემას და აგრეთვე ხმის მიცემას მოსკოვსა და სანკტ პეტერბურგშიც კი. როგორც იცით, ჩვენი ყურადღების ცენტრშია 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც უკრაინის გაერთიანებისა და მისი მოქალაქეებისთვის ხმის უფლების განხორციელების შესაძლებლობაა“, - განაცხადა 12 მაისის ბრიფინგზე ჯენ პსაკიმ. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს სთხოვეს „საარჩევნო კარუსელის“ განმარტება. ჯენ პსაკიმ განაცხადა, რომ მან მხოლოდ დაწერილი ტექსტი წაიკითხა და თავადაც არ იცის ამ ტერმინის მნიშვნელობა. კითხვის დამსმელ ჟურნალისტს კი ვითარებაში გარკვევას დაპირდა.
XS
SM
MD
LG