Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამტაცებლებმა გაათავისუფლეს იორდანიის ელჩი ლიბიაში


ლიბიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, გამტაცებლებმა გაათავისუფლეს იორდანიის ელჩი ლიბიაში. მედიის ცნობით, იორდანიელი დიპლომატის ტყვეობიდან გათავისუფლების ფაქტი დაადასტურა ლიბიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. იორდანიის ელჩი ფავაზ ალ-იტანი აპრილში გაიტაცეს შეიარაღებულმა პირებმა. ისინი ელჩის სანაცვლოდ იორდანიის ციხიდან ისლამისტი მეამბოხეების გათავისუფლებას მოითხოვდნენ. არ ვრცელდება ინფორმაცია - შეასრულა, თუ არა იორდანიის ხელისუფლებამ მეამბოხეთა მოთხოვნა.
XS
SM
MD
LG