დღეს თბილისს ეწვევა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი. ფრანსუა ოლანდი პირველ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავს და მასთან ერთად დაესწრება საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკური ფორუმის დახურვას. საღამოს 7-ის ნახევარზე პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება საფრანგეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია. გიორგი მარგველაშვილი და ფრანსუა ოლანდი ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი დელეგაციებთან ერთად შეხვდებიან. დღესვე საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.