Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისს ეწვია საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი


საქართველოს ეწვია საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი. როგორც იუწყებიან, მას თბილისის აეროპორტში დახვდნენ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მაია ფანჯიკიძე და სხვა ოფიციალური პირები. პრეზიდენტი ოლანდი პირველ შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მასთან ერთად დაესწრება საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკური ფორუმის დახურვას. საღამოს შვიდის ნახევარზე პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება საფრანგეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია. გიორგი მარგველაშვილი და ფრანსუა ოლანდი ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი დელეგაციებთან ერთად შეხვდებიან.
XS
SM
MD
LG