Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პატრიარქი ვერ ხედავს დიალოგის შესაძლებლობას


უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, პატრიარქმა ფილარეტმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს დიალოგის შესაძლებლობას მანამდე, სანამ უკრაინის აღმოსავლეთში რუსი სამხედროები არიან. სააგენტო „უნიანის“ ცნობით, პატრიარქ ფილარეტს უკრაინის ერთიანობისთვის უმაღლეს რადაში გამართული მრგვალი მაგიდის მსვლელობისას განუცხადებია: „როგორ წარვმართოთ დიალოგი, როცა აღმოსავლეთში რუსეთის ჯარი და ტანკები დგანან. რა დიალოგზე უნდა ვილაპარაკოთ? დიალოგზე, რომელიც აგრესორისთვის იქნება ხელსაყრელი? ასეთ დიალოგზე თანახმა არ ვართ. ჩვენ თანახმა ვართ, დავიცვათ სამშობლო, ჩვენი ხალხი, ჩვენი მიწა“, - განაცხადა 14 მაისს უკრაინის პატრიარქმა და დამსწრეთ უკრაინის ჰიმნის სიტყვები შეახსენა: „სული და გული უნდა ჩავდოთ ჩვენს თავისუფლებაში“. პატრიარქ ფილარეტის სიტყვებით, უკრაინის ეკლესია მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, მშვიდობიან დიალოგს, რადგან ეს „"რთული საკითხების გადაჭრის მშვიდობიანი გზაა“.
XS
SM
MD
LG