Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თავდაცვის ბიუჯეტის შეკვეცა ვერ შენარჩუნდება


ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების, განსაკუთრებით აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სახელმწიფოების მიერ თავდაცვის ბიუჯეტების შეკვეცა ვერ შენარჩუნდება მაშინ, როცა რუსეთი თავის თავდაცვით ხარჯებს ზრდის. რასმუსენი ამ განცხადებით გამოვიდა 15 მაისს, სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციაზე. მისი თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად, რუსეთი თავდაცვის სფეროში ხარჯებს რეალურად „10 პროცენტზე მეტით“ ზრდის. ასეთ ფონზე, ნატოს რამდენიმე ევროპელმა წევრმა ქვეყანამ ამავე პერიოდში თავდაცვის ბიუჯეტი 20 პროცენტზე მეტით შეკვეცა. „დადგა დრო შევაჩეროთ შეკვეცა და ეს ტენდენცია შევატრიალოთო“ - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. სამდღიანი კონფერენცია, რომელშიც ასევე მონაწილეობენ პოლონეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრები, ეხება საფრთხეებს, რომლებიც უკრაინის კრიზისმა წარმოშვა. რასმუსენმა რუსეთი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ის კონფლიქტის დეესკალაციისთვის ნაბიჯებს არ დგამს.
XS
SM
MD
LG