Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინაში შეტაკებები გრძელდება


აღმოსავლეთ უკრაინიდან გავრცელებული ცნობების თანახმად, სამთავრობო ძალებსა და სეპარატისტთა დაჯგუფებებს შორის კვლავ გრძელდება შეტაკებები. იუწყებიან, რომ ქალაქ სლავიანსკის მისადგომებთან უკრაინის არმია საარტილერიო ცეცხლს იყენებს. წუხანდელი ბრძოლების ეპიცენტრია სოფლები ანდრეევკა და სემიონოვკა, ქალაქები კრასნი ლიმანი და კარაგუნის მთა. ამასთან, 16 მაისს ამოიწურება თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის ლიდერ სერგეი ზდრილიუკის მიერ კიევისათვის მიცემული ულტიმატუმის ვადა. სეპარატისტები იმუქრებიან, რომ თუ უკრაინის სამთავრობო ჯარები დათქმულ ვადაში არ დატოვებენ დონეცკის ტერიტორიას, ისინი იერიშზე გადავლენ. უკრაინის ხელისუფლებამ 15 მაისს განაცხადა, რომ სამთავრობო ძალებმა გაანადგურეს სეპარატისტების ერთ-ერთი ბაზა და კონტროლი დაამყარეს ქალაქ კრამატორსკის სატელევიზო ანძასა და მის მიმდებარე ხუთი კილომეტრის პერიმეტრზე.
XS
SM
MD
LG