Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოზარ სუბარმა თანამდებობიდან ორი მაღალჩინოსანი გაანთავისუფლა


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, სოზარ სუბარს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის დიმიტრი დარბაისელის საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით კითხვები აქვს. მინისტრმა „აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი“ უწოდა უწყებაში გაცემული პრემიებს. მედიაში დიდი ხმაური მოჰყვა, ცნობას, რომლის თანახმად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ 2 მილონი ლარის მოცულობის პრემიები დაურიგა უწყების ათობით თანამშრომელს. კრიტიკის საგანი გახდა ასევე საკადრო პოლიტიკაც, რომლის თანახმად სასჯელაღსრულებით დეპარტამენტში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნენ მოხელეები, რომლებიც წარსულში თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ადამიანის უფლებათა დარღვევაში იყვნენ ეჭვმიტანილნი. „პირადად ჩემთვის, იქ ზოგიერთი ისეთი პიროვნებაა, რომელიც მორალურად იყო მიუღებელი. ორი მათგანი დღეს უკვე გათავისუფლებულია - ბათუმის ციხის უფროსი და სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
XS
SM
MD
LG