Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა


თურქეთის ქალაქ სომაში, სადაც ამ კვირაში მაღაროში მომხდარ კატასტროფას 300-მდე ადამიანი შეეწირა, პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა ათასობით დემონსტრანტის დასაშლელად. საპროტესტო აქციის ფონია ქვეყანაში მზარდი სიბრაზე პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის მთავრობის მიმართ. დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ მთავრობამ საკმარისი ძალისხმევა არ გაიღო ტრაგედიის აღსაკვეთად. 13 მაისს მომხდარი აფეთქების შემდეგ მაღაროდან 284 მაღაროელის გვამი ამოიტანეს. ოფიციალური პირების განცხადებით, 18 ადამიანი კვლავ მიწისქვეშ არის დარჩენილი. კატასტროფის შემდეგ ბოლო სამი დღის განმავლობაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ანტისამთავრობო გამოსვლებში სტამბოლში, იზმირსა და ანკარაში. მოქალაქეების სიბრაზე კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია როგორ ურტყამს ერდოანის თანაშემწე ერთ-ერთ დემონსტრანტს მაშინ, როცა სომაში პრემიერი იყო ჩასული.
XS
SM
MD
LG