Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა და ოლანდი შეთანხმდენ, რომ რუსეთს შესაძლოა დამატებითი სანქციები დაუწესდეს


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ დღეს ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს. ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ პროვოკაციული და დესტაბილიზაციის გამომწვევი მოქმედებების გაგრძელების შემთხვევაში რუსეთი „მნიშვნელოვან“ ახალ დანაკარგს ნახავს. თეთრი სახლის განცხადებით, ობამამ შეაქო უკრაინის მთავრობის მცდელობა, რომელიც მიმართულია „ქვეყნის გამთლიანებისკენ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით 25 მაისს, რომელმაც გზა უნდა გაუხსნას საკონსტიტუციო რეფორმის ფართო პროცესს“.
XS
SM
MD
LG