Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დარიალის ხეობაში გადაარჩინეს მთის მასის ქვეშ მოყოლილი 15 ადამიანი


საქართველოს საინფორმაციო საშუალებების ცნობით, დარიალის ხეობაში გადაარჩინეს მთის მასის ქვეშ მოყოლილი 15-მდე ადამიანი. ეძებენ კიდევ რამდენიმე პირს. დარიალის ხეობაში, საქართველო-რუსეთის საზღვართან მახლობლად დღეს მთა მოწყდა, რამაც მდინარე თერგის დაგუბება გამოიწვია. ხეობიდან მოხდა მოსახლეობისა და მგზავრების ევაკუაცია. ჯერ არ გავრცელებულა დაზუსტებული ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა არაბულის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დარიალის ხეობაში მდინარე თერგის კალაპოტიდან გადმოსვლის საფრთხე მოხსნილია, რადგან თერგმა გზა გაჭრა და წყალმა გადინება დაიწყო. დარიალის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა "ლარსი ჰესის" მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს ჰესი წელს, 4 იანვარს გაიხსნა. თუმცა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, მეწყრის ჩამოწოლის მიზეზი "ლარსი ჰესი” არ ყოფილა. ელოშვილი აღნიშნავს აგრეთვე, რომ ჰესი მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა.
XS
SM
MD
LG