Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმის ლიდერმა აკრძალა საჯარო ადგილებში თავშეყრა


ყირიმის დე ფაქტო ლიდერმა, სერგეი აქსიონოვმა აკრძალა ყოველგვარი თავშეყრა საჯარო ადგილებში ყირიმში, რომლის ანექსიაც წელს, მარტში განახორციელა რუსეთმა. აქსიონოვი მიზეზად ასახელებს ძალადობას სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში. ყირიმელი თათრების წარმომადგენლობითი ორგანო, მეჯლისი აპირებს ქალაქ სიმფეროპოლში დემონსტრაციის გამართვას 18 მაისს - საბჭოთა პერიოდში, 1944 წელს ყირიმელი თათრების დეპორტაციის დაწყების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით. დეპორტირებული 200 ათასზე მეტი ადამიანიდან ბევრი გზაშივე დაიღუპა. მეჯლისის თავმჯდომარე რეფატ ჩუბაროვმა „არაჰუმანური აქტი“ უწოდა საზოგადოებრივი თავშეყრის აკრძალვას. ჩუბაროვის თქმით, მეჯლისი დღეს გადაწყვეტს, რა ზომებს მიმართოს. თუმცა, ჩუბაროვი ვარაუდობს, რომ თათრების ნაწილი არ დაემორჩილება დემონსტრაციების აკრძალვას.
XS
SM
MD
LG