Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბალკანეთში, სავარაუდოდ, 20-ზე მეტი ადამიანი შეიწირა წყალდიდობამ


ბალკანეთში, სავარაუდოდ, 20-ზე მეტი ადამიანი შეიწირა წყალდიდობამ, რომელიც რამდენიმედღიანმა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. ათიათასობით ადამიანი იძულებული გახდა, მიეტოვებინა საცხოვრებელი ადგილები. ყველაზე მძიმედ დაზარალდა ბოსნია,სადაც, სულ ცოტა, 16 ადამიანი დაიღუპა. მძიმე ზარალი მიადგა სერბიასაც. ბოსნიის უშიშროების სამინისტროს მონაცემებით, სტიქიური უბედურებით დაზარალებული ადგილებში ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედზე მეტი - მილიონამდე ადამიანი. ბალკანეთში ამჟამინდელი წყალდიდობა სარეკორდო მასშტაბისაა რეგიონში საუკუნეზე მეტი ხნის პერიოდისთვის. პოლიციელებთან, მეხანძრეებთან და მოხალისეებთან ერთად, ჯარისკაცებიც მონაწილეობენ სამაშველო ოპერაციებში.
XS
SM
MD
LG