Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის პარლამენტში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ


ლიბიაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ პარლამენტში და, ერთ-ერთი დეპუტატის ცნობით, ცეცხლი წაუკიდეს შენობის ნაწილს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა განდგომილმა გენერალმა, ხალიფა ჰიფტარმა. მისი პრესმდივნის განცხადებით, მიზანი იყო პარლამენტში ისლამისტების შეპყრობა. პარლამენტზე თავდასხმა მოეწყო სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ლიბიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა აჰმედ მაიტიკმა გააკეთა განცხადება ახალი მთავრობის შექმნის შესახებ. ამასობაში, შეტაკებები გრძელდება აღმოსავლეთ ლიბიის ქალაქ ბენღაზიში, სადაც გენერალ ჰიფტარის მეომრები უპირისპირდებიან ისლამისტ შეიარაღებულ პირებს. ლიბიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბენღაზიში 16 მაისს შეტაკებების დაწყების შემდეგ დაღუპულია, სულ ცოტა, 70 ადამიანი.
XS
SM
MD
LG