Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს სჭირდება "მყარი მტკიცებულება" რუსეთის მოქმედებაში დასარწმუნებლად


აშშ და ნატო აცხადებენ, რომ ვერ ხედავენ რაიმე ნიშანს იმისა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები დაშორდნენ უკრაინის საზღვარს. 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდენ ჯარის გაყვანა ბრძანა. თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ ორშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დასკვნის გამოსატანად ვაშინგტონს სურს დაინახოს „ამ გადაადგილების მკაფიო, მყარი მტკიცებულება“. კარნის ეს განცხადება ეხმიანება ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის 19 მაისის შეფასებებს. გაეროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გამოთქვა შეშფოთება იმ ვითარების გამო, რომელშიც უკრაინის მოქალაქეებს 25 მაისის არჩევნების ჩატარება მოუწევთ.
XS
SM
MD
LG