Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და ჩინეთი გააფორმებენ გაზზე შეთანხმებას


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შანხაიშია და იწყებს ორდღიან ვიზიტს ჩინეთში. პუტინი ჩინეთთან ბუნებრივი აირის მიყიდვაზე რამდენიმე მილიარდ დოლარიანი შეთანხმების ხელმოწერას გეგმავს. დოკუმენტის გაფორმება წლების განმავლობაში ყოვნდებოდა ფასზე შეუთანხმებლობის გამო. ჩინეთის სახელმწიფო მედიაში ქვეყნდება პუტინის სიტყვები, რომ ბუნებრივ აირზე შეთანხმება „ფინალურ ფაზაშია“. რუსეთის პრეზიდენტი რუსეთის ენერგო-რესურსების გაყიდვების დივერსიფიკაციას ცდილობს. რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები იმსჯელებენ აგრეთვე ერთობლივი საზღვაო წვრთნის ჩატარებაზე. შანხაიში პუტინი მონაწილეობას მიიღებს აზიის უსაფრთხოების სამიტში. ღონისძიებაზე ელოდებიან გაეროს გენერალურ მდივანს, აგრეთვე უზბეკეთისა და ირანის პრეზიდენტებს.
XS
SM
MD
LG