Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნასას" ხელმძღვანელი გამოეხმაურა რუსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებას


აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაციის (ნასა) ხელმძღვანელმა ჩარლზ ბოლდენმა განაცხადა, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს რუსეთის გარეშეც შეუძლია მუშაობის გაგრძელება. ამრიგად ბოლდენმა უპასუხა რუსეთის ვიცე-პრემიერ დმიტრი როგოზინის ამასწინანდელ განცხადებას, რომ რუსეთი 2020 წლის შემდეგ შეწყვეტს საერთაშორისო კოსმოსური სადგურით სარგებლობას და რომ სადგურის ამერიკული სეგმენტი რუსეთის გარეშე ვერ იმუშავებს. ნასას ხელმძღვანელის 19 მაისის განცხადების თანახმად, რუსეთის მონაწილეობა არ არის აუცილებელი პირობა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მუშაობისთვის. დღეს სადგურს ერთობლივად მართავენ: აშშ, რუსეთი, იაპონია, ევროპა და კანადა. ჩარლზ ბოლდენის განცხადებით, ნასა ელოდება, რომ 2017 წლისთვის სადგურზე ასტრონავტების ტრანსპორტირებას კერძო კომპანიები შეუდგებიან.
XS
SM
MD
LG