Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში საჰაერო დარტყმების შედეგად დახოცეს, სულ ცოტა, 60 ექსტრემისტი


პაკისტანელი ოფიციალური პირების ცნობით, 21 მაისს ავღანეთთან საზღვრის მახლობლად საჰაერო დარტყმების შედეგად გაანადგურეს, სულ ცოტა, 60 ექსტრემისტი, მათ შორის საველე მეთაურები. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში დილაუთენია განხორციელდა იერიშები ექსტრემისტების თავშესაფრებზე. ამასობაში, ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 80-ზე მეტი ექსტრემისტი მოკლეს პაკისტანის არმიის მიერ წუხელ დაწყებული ოპერაციის შედეგად. ამ წყაროს ცნობით, არმიამ თვითმრინავები და ვერტმფრენები გამოიყენა ჩრდილოეთ ვაზირისტანის რამდენიმე რაიონში. ზოგი ცნობით, დანგრეულია რამდენიმე სახლი და შიშობენ, რომ ნანგრევებში ხალხია მოყოლილი.
XS
SM
MD
LG