Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დარჩება თუ არა ქართული პროდუქტები საქართველოს ბაზარზე?


მარიამ გელაშვილი, გიორგი ლომსაძე
მარიამ გელაშვილი, გიორგი ლომსაძე
„ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ დღეს საქართველოში ქართული პროდუქტი გადაშენების პირას არის. აღარ არსებობს არაფერი ჯანმრთელი, მთელი საქართველო გადასულია სათბურებში საეჭვო პროცესებით მოყვანილი პროდუქტის გამოყენებაზე. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება მოიძებნოს ჯანსაღ ნიადაგზე და ჯანსაღ გარემოში მოყვანილი პროდუქცია და კონკურენცია გაუწიოს სხვა, დიდი რაოდენობით მოყვანილი პროდუქტის ფასს“, - ეს ნაწყვეტია იმ წერილიდან, რომელიც სოფლის პროდუქტების მაღაზია „პილ-პილის“ დამფუძნებლებმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მაღაზიის დახურვის მიზეზების ასახსნელად გაავრცელეს. ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდების ჯგუფი, რომელსაც ქართული ნატურალური პროდუქტით მომხმარებლის მომარაგება ჰქონდა განზრახული, არაერთ სირთულეს გადაეყარა და სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ ვითარებაზე ღიად ალაპარაკდა. ვის ხელშია დღეს აგრარული ბაზარი და ამ ბაზარზე რა წილი უკავია ქართულ პროდუქციას? სად შეიძლება ნატურალური პროდუქტის შეძენა და რა როლი აქვთ ამ პროცესში სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის სამსახურებს? ხომ არ არსებობს საფრთხე, რამდენიმე წელიწადში საქართველოს ბაზრიდან საერთოდ გაქრებს ქართული პროდუქტი? - ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შეეცადა რადიო თავისუფლება ოთხშაბათის ტრადიციულ „სადისკუსიო მაგიდაში“, რომლის სტუმრებიც არიან „პილ-პილის“ დამფუძნებელი გიორგი ლომსაძე და სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ გელაშვილი.
გადმოწერა
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG