Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

22 მაისს იწყება ევროპარლამენტის არჩევნები


22 მაისს ევროპარლამენტის წევრების ოთხდღიანი არჩევნები იწყება. ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნიდან ხუთშაბათს ორ ქვეყანაში - დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდში ჩატარდება არჩევნები. ევროპარლამენტის წევრების არჩევაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ევროკავშირის ქვეყნების დაახლოებით 400 მილიონ მოქალაქეს. ისინი ირჩევენ 751 დეპუტატს, რომელიც ევროპარლამენტის სხდომებში 2014-2019 წლებში მიიღებს მონაწილეობას. ევროპარლამენტში თითოეული ქვეყნისთვის გამოყოფილი მანდატების რაოდენობა მისი მოსახლეობის რაოდენობით განისაზღვრება. ყველაზე მეტი ადგილი აქვს გერმანიას (96). მას მოსდევენ საფრანგეთი (74), დიდი ბრიტანეთი (73) და იტალია (73). მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ყველაზე პატარა ქვეყნებს: კვიპროსს, მალტას, ესტონეთსა და ლუქსემბურგს 6-6 მანდატი აქვთ.
XS
SM
MD
LG