Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში პოლიციამ იპოვნა ათი წლის წინ გატაცებული გოგო


„სი-ენ-ენი“ იუწყება, რომ აშშ-ში, კალიფორნიის ქალაქ სანტა ანას პოლიციამ შეძლო თითქმის ათი წლის წინ დაკარგული გოგოს პოვნა. 2004 წლის აგვისტოში დაკარგულის დედამ პოლიციას შეატყობინა, რომ მისი 15 წლის ქალიშვილი დედის მეგობარ მამაკაცთან - ისიდრო გარსიასთან ერთად გაუჩინარდა. ათი წლის განმავლობაში გამტაცებელი ძალადობდა გოგოზე. 2007 წელს აიძულა ცოლად გაჰყოლოდა. 2012 წელს ბავშვი შეეძინათ. ამბავს ნათელი მოეფინა მას შემდეგ, რაც ძალადობის მსხვერპლმა შეძლო „ფეისბუკით“ დაკავშირებოდა თავის დას და ხმა მიეწვდინა სამართალდამცავებისთვის. 41 წლის ისიდრო გარსია ოთხშაბათს დააკავეს.
XS
SM
MD
LG