Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთ ჩინეთში ბაზრობაზე თავდასხმას სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა


ჩინეთიდან გავრცელებული ცნობებით, სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა და 90 დაიჭრა, როცა შეიარაღებული პირები ორი მანქანით შევიდნენ ხალხმრავალ ბაზრობაზე და მანქანების ფანჯრებიდან ასაფეთქებელი მოწყობილობები ისროლეს. თავდასხმა მოხდა ძირითადად მუსლიმი უიღურებით დასახლებულ, მღელვარე სინიანის რეგიონის დედაქალაქ ურუმჩიში. სინიანის რეგიონული მთავრობა გავრცელებულ განცხადებაში 22 მაისს დილით ადრე მომხდარ თავდასხმას უწოდებს „სერიოზულ, ძალადობრივ და განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეულ ტერორისტულ ინციდენტს“. ამ რესურსებით მდიდარ რეგიონში ბოლო პერიოდში გახშირდა ძალადობის შემთხვევები. პეკინი აცხადებს, რომ საფრთხეს ქმნიან ისლამური ექსტრემიზმით მოტივირებული სეპარატისტები, რომლებსაც უცხო ქვეყნებში მოქმედი ჯგუფები უმაგრებენ ზურგს. კრიტიკოსები კი აცხადებენ, რომ საფრთხე გაზვიადებით წარმოჩინდება, რათა მთავრობამ გაამართლოს თავისი რეპრესიული ნაბიჯები - და მღელვარების რეალურ მიზეზად ეკონომიკურ უთანასწორობას და უიღურთა რელიგიურ შევიწროებას მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG