Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ყველაზე „არაანგარიშვალდებული უწყებები“ გამოვლინდნენ


ყველაზე არაანგარიშვალდებულ საჯარო დაწესებულებებს შინაგან საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროები, ასევე აჭარის მთავრობა და ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენენ. ასეთია იმ გამოკვლევის შედეგი, რომელიც ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. ყველაზე პროგრესულ ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის, არის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მთავრობის კანცელარია. კვლევა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
XS
SM
MD
LG