ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დაგმო ჰერათში ინდოეთის საკონსულოზე მომხდარი თავდასხმა და მას ავღანეთზე თავდასხმა უწოდა. ჰამიდ კარზაიმ ეს სიტყვები წარმოთქვა ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ნარენდრა მოდისთან სატელეფონო საუბარში, რომელიც ორი ქვეყნის ლიდერებს შორის 23 მაისს საკონსულოზე თავდასხმის შემდეგ გაიმართა. შეტაკებაში სულ მცირე ოთხი მოიერიშე, მათ შორის ერთი თვითმკვლელი ტერორისტი განადგურდა. მოდიმ კარზაის მადლობა გადაუხადა ავღანეთის სპეცდანიშნულების ძალების მიერ თავდასხმის უსწრაფესი მოგერიებისათვის.
ყველაზე პოპულარული
1