Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა გაამხილა გაზის ფასი, რომელზეც 21 მაისს ჩინეთს შეუთანხმდა


რუსეთმა გაამხილა ჩინეთში საექსპორტო გაზის ფასი: 350-მდე დოლარი 1000 კუბურ მეტრში. რუსეთმა და ჩინეთმა 21 მაისს შანხაიში გააფორმეს 30-წლიანი კონტრაქტი, რომლის მთლიან ღირებულებადაც 400 მილიარდამდე დოლარს ასახელებენ. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა და კომპანია „გაზპრომის“ ექსპორტის დირექტორმა ალექსანდრ მედვედევმა ამ შეთანხმებაზე 23 მაისს საუბრისას დაასახელეს გაზის ფასი, 350 დოლარი. მაშინ, როცა "გაზპრომის" ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმა კონტრაქტზე ხელმოწერის დღეს ფასს „კომერციული საიდუმლო“ უწოდა. ამასთან, ენერგეტიკის მინისტრის განმარტებით, გაზის ფასი მიმაგრებულია მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასთან და ამის გამო შესაძლოა, ცვლილებები განიცადოს.
XS
SM
MD
LG