Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი სირიას მშვიდობისკენ მოუწოდებს


რომის პაპი, ფრანცისკე გამოვიდა სირიის ომის „დაუყოვნებლივ“ დასრულების მოწოდებით, ახლო აღმოსავლეთში სამდღიანი ტურნეს დაწყებისას. თავის პირველი ვიზიტისას, იორდანიაში, პაპი 24 მაისს ასევე გამოვიდა მოწოდებებით მშვიდობა დამყარდეს ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის და ახლო აღმოსავლეთში გაიზარდოს შემწყნარებლობა ქრისტიანთა მიმართ. პაპის მიერ ამანში ჩატარებულ მასობრივ მსახურებას 20,000-მდე ადამიანი დაესწრო. პაპი ასევე შეხვდა სამეფოში მცხოვრებ 600,000-მდე სირიელი ლტოლვილების წარმომადგენლებს. რომის პაპი 25 მაისს დასავლეთის სანაპიროს ქალაქ ბეთლემში გაემგზავრება, სადაც პალესტინელთა ლიდერს, მაჰმუდ აბასს და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება.
XS
SM
MD
LG