Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანის კინოფესტივალის გამარჯვებული თურქული დრამა გახდა


კანის კინოფესტივალის მთავარი პრემია, ოქროს პალმა, მოიპოვა თურქი რეჟისორის, ნური ბილგე ჯეილანის ფილმმა „ზამთრის ძილი“. ოქროს პალმის მოსაპოვებლად 18 სურათი იბრძოდა. 1982 წლის შემდეგ თურქულმა ფილმმა პირველად მოიპოვა ეს პრესტიჟული პრემია. „ზამთრის ძილი“ ჯეილანის მეშვიდე ფილმია. მისი წინა სურათებიდან სამს კანში არაერთი პრესტიჟული პრემია აქვს მიღებული. საუკეთესო მამაკაც მსახიობად აღიარეს ვეტერანი ინგლისელი, ტიმოთი სპოლი, რეჟისორ მაიკ ლის ბიოგრაფიულ ფილმში, „ბატონ ტერნერში“ შესრულებული მთავარი როლისთვის. საუკეთესო ქალ მსახიობად მიჩნეულ იქნა ჯულიან მური, დევიდ კრონენბერგის ფილმ „რუკები ვარსკვლავებს“ შესრულებული როლისთვის. პრემია „ოქროს კამერა“, რომლითაც რეჟისორის საუკეთესო პირველი ნამუშევარი აღინიშნება, გადაეცა ფილმს „წვეულების გოგო“, რომლის სცენარის სამ ავტორსა და რეჟისორს შორის ქართული წარმოშობის მარი ამაშუკელიც არის.
XS
SM
MD
LG