Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრემიერ-მინისტრი ყირიმში ჩადის


რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დმიტრი მედვედევი ორდღიანი ვიზიტით აპირებს ჩასვლას ყირიმში, იმ ფონზე, როცა უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. 25 მაისს მედვედევი ქალაქ სევასტოპოლში ესტუმრება საემიგრაციო ოფისებს, სადაც ადგილობრივ ხალხზე რუსეთის პასპორტებს გასცემენ. მედვედევის ოფისის თანახმად, 26 მაისს ის ეწვევა შავ ზღვაზე მდებარე საბავშვო ბანაკ „არტეკს“. ეს მედვედევის მეორე ვიზიტი იქნება ყირიმში მას შემდეგ, რაც რუსეთმა მარტში ამ უკრაინული ნახევარკუნძულის ანექსირება მოახდინა. მიმდინარე თვეში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი რეგიონში გამარჯვების დღის აღსანიშნავ ცერემონიას დაესწრო.
XS
SM
MD
LG