Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა აცხადებს, რომ წელს ავღანეთის ომს დაასრულებს


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ აშშ-ის სამხედრო ძალებს პირობა მისცა, რომ ავღანეთში ამერიკის ომი წლის ბოლოსთვის დასრულდება. პრეზიდენტი მოულოდნელად ესტუმრა ავღანეთში ბაგრამის საჰაერო ბაზას. ობამას თქმით, ომი ახლა შესულია გადამწყვეტ ფაზაში, როცა ქვეყნის უსაფრთხოებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა ავღანეთის ძალებზე გადადის. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა რომ ვაშინგტონი ქაბულთან ხელს მოაწერს უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას, მას შემდეგ, რაც ავღანეთში ახალი პრეზიდენტი შეუდგება უფლებამოსილების განხორციელებას. მოქმედმა პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ, შეთანხმების გაფორმებაზე უარი განაცხადა. ვაშინგტონს ეს შეთანხმება საიმისოდ სჭირდება, რომ ავღანეთში წვრთნების და კონტრტერორისტული მისიების ჩასატარებლად მცირე ზომის კონტინგენტი დატოვოს 2014 წლის შემდეგაც, როცა აშშ და ნატო ძირითად ძალებს გამოიყვანენ. ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 14 ივნისს არის დანიშნული. კანდიდატები, რომლებიც კარზაის შესაცვლელად იბრძვიან, აცხადებენ, რომ დოკუმენტს ხელს მოაწერენ.
XS
SM
MD
LG