Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგზიტ პოლების თანახმად, საფრანგეთში ლე პენის პარტიამ გაიმარჯვა ევროპარლამენტის არჩევნებში


საფრანგეთში ულტრამემარჯვენე „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი, მარინ ლე პენი გამოვიდა ქვეყნის პარლამენტის დაშლის მოწოდებით, მას შემდეგ, რაც ეგზიტ პოლებმა აჩვენა, რომ მისმა ანტი-იმიგრაციული და ევროსკეპტიკური პოლიტიკით გამორჩეულმა პარტიამ გაიმარჯვა საფრანგეთის ევროპარლამენტის არჩევნებში. „სხვა რა უნდა მოიმოქმედოს პრეზიდენტმა, ასეთი უარყოფის შემდეგ?“ - უთხრა მან თავისი პარტიის შტაბ-ბინაში შეკრებილ ჟურნალისტებს, იმ შეკითხვაზე პასუხად, უნდა დაშალოს თუ არა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ეროვნული პარლამენტი. ოლანდის მმართველი, სოციალისტური პარტია არჩევნებში მესამე ადგილზე გავიდა. „მიუღებელია პარლამენტი ამდენად არ იყოს ფრანგი ხალხის ნების გამომხატველიო“, განაცხადა ლე პენმა. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლორენ ფაბიუსმა მიანიშნა, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა აღიარა, რომ ეროვნული ფრონტის შედეგი „მიწისძვრის“ ტოლფასია. ეგზიტ პოლის თანახმად, ლე პენის ეროვნული ფრონტი ახალ ევროპარლამენტში 22-დან 25 მანდატამდე მოიპოვებს. ამჟამად მას სამი მანდატი აქვს.
XS
SM
MD
LG