Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა შეჩერებულია


ორშაბათს დილიდან შეჩერებულია დონეცკის სერგეი პროკოფიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა. ამის შესახებ აეროპორტის საიტი იუწყება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ორშაბათს ღამით აეროპორტის ტერიტორიაზე შევიდა თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ რამდენიმე ათეული შეიარაღებული წარმომადგენელი. მათ მოითხოვეს უკრაინის სამხედროების გასვლა აეროპორტის შიდა პერიმეტრიდან. დონეცკის აეროპორტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის დმიტრი კოსინოვის განცხადებით, სროლა და დაპირისპირება არ ყოფილა. აღნიშნულის გამო აეროპორტმა რეისების მომსახურების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, პრეს-სამსახური აზუსტებს, რომ „აეროპორტი არ არის „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ კონტროლქვეშ, პერიმეტრი არ დარღვეულა, სტერილურ ზონებში უცხო პირები არ იმყოფებიან“.
XS
SM
MD
LG