Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო იაცენიუკს ტოვებს პრემიერ-მინისტრის პოსტზე


უკრაინის სავარაუდო ახალი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ არ აპირებს ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობის და მისი პრემიერ-მინისტრის, არსენი იაცენიუკის შეცვლას. 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, მილიარდერი ტკბილეულის მეწარმე, პოროშენკო პირველივე ტურში იმარჯვებს. ამ ეტაპისთვის დათვლილია ბიულეტენების ნახევარი და საარჩევნო უწყების წარმომადგენელთა თქმით, პოროშენკოს ხმათა 54 პროცენტი აქვს. კიევში ჟურნალისტებთან საუბრისას პოროშენკომ განაცხადა, არ დავუშვებ აღმოსავლეთ უკრაინაში სომალის მსგავსი ვითარების შექმნასო. ამასთან, პოროშენკოს განცხადებით, მომავალი თვის დასაწყისში ის რუსეთის ლიდერებთან გეგმავს შეხვედრას. აღმოსავლეთ უკრაინაში სტაბილურობის მიღწევა რუსეთის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელიაო, დასძინა პოროშენკომ.
XS
SM
MD
LG