Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრემიერი ინდოეთში მოდის ინაუგურაციას უკეთესი ურთიერთობების შესაძლებლობად მიიჩნევს


პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, ნავაზ შარიფი აცხადებს, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრად ნარენდრა მოდის ინაუგურაცია „მნიშვნელოვანი მომენტი და მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა“ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. შარიფი დელიში იმყოფება, სადაც დაესწრება ახალი პრემიერის ინაუგურაციის ცერემონიას. მისი თქმით, ორივე ქვეყნის მთავრობებს ამჟამად ამომრჩევლისგან მიღებული ძლიერი მანდატი აქვს და, შესაბამისად, გაჩნდა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საიმისოდ, რომ მათ ერთმანეთს გაუწოდონ ხელი. შარიფი პაკისტანის პირველი პრემიერ-მინისტრია, რომელიც ინდოეთის ლიდერის ინაუგურაციას ესწრება მას შემდეგ, რაც 1947 წელს ორი ქვეყანა შეიქმნა. 27 მაისს დანიშნულია ოფიციალური მოლაპარაკება მოდის და შარიფს შორის. 1947 წელს, ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ორი ქვეყანა ერთმანეთს სამჯერ ეომა ქაშმირის რეგიონის გამო.
XS
SM
MD
LG