Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში პრემიერ-მინისტრის ინაუგურაცია გაიმართა


ინდოეთში პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობის დაწყების წინ საზეიმო ფიცი დადო ნარენდრა მოდიმ. ინაუგურაციას ესწრებოდნენ სტუმრები უცხოეთიდან, მათ შორის პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, ნავაზ შარიფი. დელის საპრეზიდენტო სასახლეში ცერემონიის გამართვამდე შარიფმა მოდის გაპრემიერებას „მნიშვნელოვანი შესაძლებლობა“ უწოდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. შარიფი პაკისტანის პირველი პრემიერ-მინისტრია, რომელიც ინდოეთის ლიდერის ინაუგურაციას დაესწრო მას შემდეგ, რაც 1947 წელს ორი ქვეყანა შეიქმნა. 27 მაისს დანიშნულია ოფიციალური მოლაპარაკება მოდის და შარიფს შორის. 1947 წელს, ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ორი ქვეყანა ერთმანეთს სამჯერ ეომა ქაშმირის რეგიონის გამო.
XS
SM
MD
LG