Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის არმიის ვერტმფრენებმა დონეცკის აეროპორტის ტერმინალზე მიიტანეს იერიში


უკრაინის არმიის სულ მცირე ორმა ვერტმფრენმა მიიტანა ინტენსიური იერიში დონეცკის საერთაშორისო აეროპორტზე, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. სეპარატისტებმა ცეცხლი ხმელეთიდან გახსნეს. მანამდე კიევის მიერ წარმოებული ანტი-ტერორისტული ოპერაციის პრეს-მდივანმა, ვლადისლავ სელეზნიოვმა განაცხადა, რომ სამხედროებმა საჰაერო იერიში მიიტანეს შეიარაღებულ პირებზე, რომლებსაც აეროპორტი აქვთ დაკავებული, მას შემდეგ, რაც მათთვის წაყენებულ ულტიმატუმს ვადა ამოეწურა. დასავლეთის მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ აეროპორტის ტერიტორიიდან ისმის აფეთქების და სროლის ხმა, ამოდის კვამლი. დონეცკის მთავარი აეროპორტი 26 მაისს დილით ადრე დაიხურა, მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა მამაკაცებმა პერიმეტრის დატოვება მოსთხოვეს აეროპორტის მცველ სამხედროებს. ასეთ ფონზე სეპარატისტული, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი, დენის პუშილინი აცხადებს, რომ რეგიონში კომენდანტის საათი დააწესა.
XS
SM
MD
LG