Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი და მოსკოვი დაილოგისათვის მზადყოფნაზე მიანიშნებენ


უკრაინის სავარაუდო ახალმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა 26 მაისს გააკეთეს განცხადებები, რომლებიც უკრაინის კრიზისზე დიალოგისათვის მზადყოფნაზე მიანიშნებს. პოროშენკომ კიევში უთხრა ჟურნალისტებს, რომ აპირებს ივნისის დასაწყისში შეხვდეს რუსეთის ლიდერებს. მისი თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში სტაბილიზაცია შეუძლებელია მოსკოვის მონაწილეობის გარეშე. ხოლო რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვში განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის პოროშენკოსთან დიალოგისათვის. უკრაინაში 25 მაისს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, მილიარდერ პოროშენკოს, სავარაუდოდ, არჩევნების პირველივე ტურის შედეგად ერგება გამარჯვება.
XS
SM
MD
LG