Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკელებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ შინიდან გასვლისაგან


დონეცკის ადგილობრივი მმართველები მოსახლეობას მოუწოდებენ, აუცილებლობის გარეშე თავი შეიკავონ შინიდან გასვლისაგან. ქალაქის ადმინისტრაციის ოფიციალურ მიმართვაში ვითარებას „დაძაბულს“ უწოდებენ. დონეცკის აეროპორტი დახურულია, შეფერხებებით მუშაობს სარკინიგზო სადგური. ზოგი ქუჩა პოლიციელებს აქვთ გადაკეტილი. ორშაბათს ყველაზე ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა დონეცკის აეროპორტის რაიონში. 26 მაისს დილას მეამბოხეებმა აეროპორტის მთავარი ტერმინალი დაიპყრეს. ჩვენი რადიოს კორესპონდენტი და სხვა ჟურნალისტები იუწყებიან, რომ სარაკეტო იერიში განხორციელდა აეროპორტში შეჭრილი სეპარატისტების პოზიციებზე. უკრაინელი სამხედროების განცხადებით, არმიამ "ანტიტერორისტული ოპერაცია" წამოიწყო მას შემდეგ, რაც ამოიწურა აეროპორტის დატოვების მოთხოვნით მეამბოხეებისათვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა. იუწყებიან ასევე, რომ აეროპორტიის ტერიტორიაზე მივიდა რამდენიმე სატვირთო ავტომაქანა, რომლებში რუსეთის მომხრე შეიარაღებული პირები ისხდნენ.
XS
SM
MD
LG