Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერიმ ირანს მოუწოდა ამირ ჰექმათის გათავისუფლებისკენ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ირანის ხელისუფლებას აშშ-ის ყოფილი სამხედრო მოსამსახურის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ამირ ჰექმათი 2011 წლის აგვისტოში დაპატიმრეს. ირანის სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დავალებით ჯაშუშობისთვის. ამირ ჰექმათის თავდაპირველად სიკვდილი მიუსაჯეს, თუმცა ახლახან განაჩენი 10 წლიანი პატიმრობით შეეცვალა. ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ჰექმათიმ ყალბი ბრალდებით უკვე სამი წელი დაჰყო ირანის ციხეში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონს განსაკუთრებით აწუხებს მისი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჰექმათის ოჯახი და აშშ-ის ხელისუფლება აცხადებენ, რომ ყოფილი მეზღვაური, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ირანში ბებიის მოსანახულებლად ჩავიდა. 26 მაისს ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ ამირ ჰექმათის ნათესავები და გულშემატკივრები შეიკრიბნენ და აშშ-ის ხელისუფლებისგან მისი გათავისუფლებისთვის მეტი აქტიურობა მოითხოვეს.
XS
SM
MD
LG