Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთის ახალი ლიდერი პაკისტანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა


ინდოეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი, თანამდებობაზე ყოფნის პირველ დღეს, თავის პაკისტანელ კოლეგას, ნავაზ შარიფს შეხვდა. 27 მაისს, ნიუ დელიში შედგა მათი თითქმის ერთსაათიანი მოლაპარაკება. ეს შეხვედრა პირველია 2008 წლის შემდეგ, როცა პაკისტანელმა მეამბოხეებმა თავდასხმა მოაწყვეს ბომბეიში, სადაც ინციდენტის დროს, 166 ადამიანი მოკლეს. მოდის პაკისტანში ეჭვის თვალით უყურებენ, რადგან მის მშობლიურ შტატ გუჯარატში ანტიმაჰმადიანური არეულობების დროს 2002 წელს, ათასზე მეტი ადამიანი დაიხოცა. მოდი აპირებს პირისპირ ხანმოკლე შეხვედრები გამართოს ავღანეთის, შრი-ლანკის, ნეპალის, ბანგლადეშის, მავრიკის და მალდივის რესპუბლიკის ლიდერებთან. მოდით, როგორც ინდოეთის მე-15 პრემიერმა ფიცი დადო 26 მაისს მას მერე, რაც მისმა ნაციონალისტურმა პარტიამ საყოველთაო არჩევნები მოიგო.
XS
SM
MD
LG