Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"შსს, ქალზე ძალადობა კრიმინალია"

27 მაისს ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართა. მათ ქალთა მიმართ ძალადობა გააპროტესტეს. აქციის ორგანიზატორთა თქმით, ქვეყანაში მნიშვნელოვნად იმატა ოჯახში ძალადობამ და შედეგად ქალების მკვლელობებმა, პოლიცია კი უუნარობას იჩენს. მათი ინფორმაციით, ოჯახურ კონფლიქტებთან დაკავშირებით სატელეფონო ცხელ ხაზზე ზარები ყოველწლიურად ათასებს აღწევს, თუმცა, შემაკავებელი ორდერის გაცემის სტატისტიკა საეჭვოდ დაბალია. 2013 წელს 5447 გამოძახებიდან მხოლოდ 212 შემთხვევაში გაიცა შემაკავებელი ორდერი. ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ პოლიცია თავს არიდებს დანაშაულის დარეგისტრირებას. აქციას შსს-დან არავინ გამოხმაურებია. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შსს-ს დაცვის წევრებს დაუტოვეს პლაკატები წარწერებით: "ოჯახში მოძალადე დაუსჯელია", "შსს, ემსახურე კანონს", "საქართველოში ქალებს კლავენ", "შსს, შეაკავე მოძალადე", "შსს, ქალზე ძალადობა კრიმინალია" და ა.შ. ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის წევრების განცხადებით, უახლოეს დღეებში შსს-ს მისამართით დაიწერება სპეციალური პეტიცია, შეგროვდება ხელმოწერები და პეტიცია შინაგან საქმეთა მინისტრს გადაეცემა.

16x9 Image

ნინო თარხნიშვილი

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. 

XS
SM
MD
LG