Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი: აშშ აფუძნებს „ტორორიზმთან ბრძოლის საპარტნიორო ფონდს"


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის თქმით, ამერიკა აფუძნებს 5 მილარდი დოლარის მოცულობის „ტორორიზმთან ბრძოლის საპარტნიორო ფონდს“, რათა დაეხმაროს სხვა ქვეყნებს რადიკალ ექსტრემისტებთან გამკლავებაში. კერიმ შეერთებული შტატების ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამ ფონდის შესახებ გამოაცხადებს თავის სიტყვაში. 28 მაისს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიაში გამოვა ვრცელი სიტყვით, რომელიც ავღანეთიდან კოალიციის ძალების გამოყვანის შემდგომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკას შეეხება. მოელიან, რომ აშშ-ის ელიტარული სამხედრო აკადემიის გამოსაშვებ ცერემონიაზე ობამა ილაპარაკებს აშშ-ის პოზიციაზე ირანის ბირთვული პროგრამის მიმართ, კონფლიქტზე სირიაში, რუსეთისა და უკრაინის მიმართ დამოკიდებულებაზე. სამშაბათს ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ 2014 წლის შემდეგ ავღანეთში დარჩება 9800 ამერიკელი ჯარისკაცი და რომ ჯარის სრულად გამოყვანა დასრულდება 2016 წლის ბოლოს.
XS
SM
MD
LG