Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკულმა კომპანიამ წარმოადგინა კოსმოსური ხომალდის მოდელი


29 მაისს ამერიკელმა ბიზნეს-მაგნატმა ელონ მასკმა წარმოადგინა ახალი კოსმოსური ხომალდი, რომლითაც შესაძლებელი იქნება 7 ასტრონავტის ტრასნპორტირება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. „დრაგონ ვი-2“-ის პრეზენტაცია შედგა კალიფორნიაში, ელონ მასკის კომპანია „სპეის-იქსის“ შტაბბინაში. „სპეის-იქსი“ არის რამდენიმე კერძო კომპანიიდან ერთ-ერთი, რომელიც მონაწილეობს ამერიკის კოსმოსური სააგენტოსთვის (ნასა) „კოსმოსური ტაქსის“ შექმნის კონკურსში. დღემდე „სპეის-იქსმა“ კოსმოსში გაგზავნა ოთხი სატვირთო მისია - საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე საკვებისა და სხვა მარაგის ტრანსპორტირებისთვის. სადგურზე ასტრონავტების გადასაყვანად „ნასა“ იყენებს რუსეთის „სოიუზის“ ტიპის კოსმოსურ რაკეტებს. 13 მაისს, უკრაინის კრიზისის ფონზე ურთიერთობების გაუარესების გამო, რუსეთის ვიცე-პრემიერმა დმიტრი როგოზინმა განაცხადა, რომ 2020 წლიდან რუსეთი აღარ ისარგებლებს სართაშორისო კოსმოსური სადგურით, აშშ-ის პროგრამის რუსეთის გარეშე არსებობა კი შეუძლებელიაო. "კოსმოსურ ტაქსებზე" გადასვლას"ნასა" 2017 წლისთვის აპირებს.
XS
SM
MD
LG